"არა რუსულ კანონს" - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
პარლამენტთან მათ სხვადასხვა ლოკაციიდან გადაინაცვლეს - აქციაზე მსვლელობით მივიდნენ სააკაძის მოედანსა და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეკრებილი ახალგაზრდები. პარლამენტთან იმყოფებიან მე-12 კლასელებიც.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააანონსეს ხვალინდელი გეგმაც. ხვალ სტუდენტები 18:00 საათზე შეიკრიბებიან მეტრო რუსთაველთან.